სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე - გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი

გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის იყო ოკუპაციის თემა.

“გუშინ შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა შეხვედრა, სადაც მათი მხრიდან იყო ინიცირებული შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის და ამ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან, გვემსჯელა ამ შეხვედრაზე, რომელიც დაორგანიზებული იქნებოდა შვეიცარიის მისიის მიერ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, ასევე კონსულტაციები გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე. მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულებასთან. ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნიუ-იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი გახლდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100