მამუკა მდინარაძე: ძალიან ბევრი საკითხია რაც გროვდება, საპასუხო მათ შორის ამბავი, რაც ხდება ბოლო წუთების და საათების განმავლობაში
ძალიან ბევრი საკითხია რაც გროვდება, საპასუხო მათ შორის ამბავი, რაც ხდება ბოლო წუთების და საათების განმავლობაში. ნაციონალურ მოძრაობას უზრუნველყოფილი აქვს, რომ რამდენიმე ათეული მომხრე მიიყვანოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბნებზე, მათ აქვთ უკვე მარკირება, არჩევნებში მონაწილეობა აქვთ უკვე მიღებული და ცდილობენ ისინი შევიდნენ უბნებზე იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად დაფიქსირდეს საარჩევნო უბნებზე თითქოს არის დარღვევები და მარკირებიანი პირები ახერხებენ შესვლას.
თუმცა, საბედნიეროდ და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კომისიის თითოეულ წევრს და თითოეულ დამკვირვებელს , ვისი მომხრეც და წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ან დამკვირვებელი, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა იმისათვის, რომ ისინი ახერხებენ თითოეული მათგანის იდენტიფიცირებას, არ გამოეპარათ მათ არც ერთი ფაქტი და ყველა მათგანი გაბრუნებული იქნა უკან. რ2 ბოლო წუთების განმავლობაში გვიცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდათ ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ხუმრობასაც კი ვაპირებდი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეწერა ხელით, მიგვეწერა კონკრეტული თანხები, ეს იუმორშიც არ ჯდება , ასევე ნახატები, თითქოს რომელიღაც კანდიდატის იდენტიფიცირება ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახატოს და შემდგომ დადოს რუსთავი 2-ში. ეს არის ძლაიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ , მიუხედავად იმისა რომ ისინი არიან პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოერიდონ ასეთ პროვოკაციას.
ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი მედია საშუალების მეშვეობით ცდილობს მოვლენების მოდელირებას და როგორც ჩანს ისინი ყველაფერს აკეთებენ არა მხარდამჭერთა მობილიზაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნან გაყალბების ილუზია. ამ მიზნით ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების და ჩვენი აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს. რეალურად, ჩვენს მომხრეებს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აბსოლუტურად კანონიერი უფლება აქვთ საარჩევნო უბნის გარეთ, როგორც აგიტაციის, ასევე მათ აქვთ უფლება მოახდინონ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის აღრიცხვაც. მთავარია, რომელიმე ადამიანმა არ მოახდინოს ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე. შესაბამისად, ჩვენი აგიტატორები , ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ გააგრძელონ მუშაობა. ამავე დროს, მოვუწოდებ ოპოზიციას და მათი მედიის წარმომადგენლებს , თავი დაანებონ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჩვენს აქტივისტებზე. მე ვფიქრობ, მიუხედავად ამ პროვოკაციული ფონისა, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით რაიმე არსებითი, სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება, ცალკეულ შემთხვევებზე იქნება უმკაცრესი რეაგირება და აქაც კანონის ფარგლებში მოვექცევით.
ნებისმიერ საჩივარზე, რომელიც იქნება რეალურად დაწერილი, ვფიქრობ რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექნება მყისიერი რეაგირება. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს დღეს საქმე. არჩევნები გრძელდება, დარწმუნებული ვარ იქნება რეალური შედეგები, გამომდინარე იქედან , რა არჩევანსაც გააკეთებს ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი.
კომენტარი