კომპანია Porsche-მ თავის კონკურენტ Ferrari-ზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა
კომპანია Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას მიულერმა თავის ინტერვიუში დაადასტურა ახალი სუპერქარის წარმოებაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც იერარქიულად აღმოჩნდება მოდელებს, 911-სა და 918-ს შორის. თავის ინტერვიუში, მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Ferrari 458 Italia–ს უახლოეს მომავალში ახალი კონკურენტი გამოუჩნდება.
მიულერის განცხადებაში აღნიშნულია: „მე ყოველთვის მაწუხებდა ის, რომ მოდელ 911-ის ღირებულება 360 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, 918-ის ფასი კი მილიონიდან იწყება. ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ სწორედ ისეთი ავტომობილი უნდა შევქმნათ, როგორიც 959 იყო, რომელიც ოთხმოციანებში ააწყო ჩვენმა კომპანიამ“.
მოსალოდნელია, რომ Porsche-ს ახალი მოდელის ღირებულება 360 ათასსა და 580 ათასს შორის იმერყევებს. თავად ავტომობილი კი ახალი სერიის რიგით მერვე მოდელი იქნება. ახალი ავტომობილი შეუერთდება იმ სამ მოდელს, რომლებიცაა: როდსტერი 550 Spyder, კროსოვერი Cajun და მისი შედარებით მცირე ვარიანტი, Panamera GT. ამ დროისათვის, აღნიშნულ მოდელებზე მუშაობა მიმდინარეობს. მათზე კონკრეტული ინფორმაცია კი არ ვრცელდება.
კომენტარი