სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.

როგორც "პირWელს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, დიღმის ველზე, მე-4 წყალდენზე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს, 11:00-დან ხვალ 11:00 საათამდე წყლის მიწოდება ლუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, დიღომი-7 და დიღომი-8 დასახლებებს, კოსტავას #45, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე მეორის, ყავლაშვილის და მათ მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VII, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს, ვაშლიჯვრის, გლდანისა და კონიაკის დასახლებებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს შეუწყდებათ.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონები წყალს დაბალი წნევით მიიღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100