ლოკომოტივის საფეხბურთო აკადემიამ მოზარდების მიღება განაახლა
„ლოკომოტივის აკადემიამ“ აღსაზრდელების მიღება დაიწყო. კლუბს ორი საწვრთნელი ბაზა გააჩნია ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედნებით და სათანადოდ აღჭურვილი ინფრასტრუქტურით, ასაკობრივი სამწვრთნელო პროგრამებით. ვარჯიშებს გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან, მათ შორის ცალკე მწვრთნელია გამოყოფილი მეკარის მოსამზადებლად. კლუბს ემსახურება ექიმი, რომელიც ესწრება ვარჯიშებს და ამოწმებს მოზარდების ფიზიკურ მდგომარებას.
„ლოკომოტივის“ სამწვრთნელო ბაზა საგურამოში მდებარეობს, სადაც წვრთნებს
2003, 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებულ ფეხბურთელები გადიან. თბილისიდან ტრანსპორტირებას
თავად კლუბი უზრუნველყოფს. რაც შეეხება 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით დაბადებულ მოზარდებს,
ისინი თბილისში, ვერის ბაღში მდებარე მოედანზე ივარჯიშებენ“ - აცხადებენ კლუბში.
აკადემიაში ამჟამად მიმდინარეობს 2003 წლიდან
2010 წლის
ჩათვლით
დაბადებული
მოზარდების მიღება. მსურველებს შეუძლია გაიარონ რეგისტრაცია საიტზე: http://fcloco.ge/?p=1680
ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ კლუბს:577671133; 551531010
კომენტარი