სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნესვის მურაბა

მასალა:

გამზადებული, დაჭრილი ნესვი - 1 კილოგრამი

შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი

წყალი - 1 ჩაის ჭიქა

კონიაკი - 1 სუფრის კოვზი

ჯერ კიდევ დაუმწიფებელ ნესვს მოვაცალოთ მწვანე კანი და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. ასე გამზადებულ ნესვს მოვასხათ ცოტა კონიაკი, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავდგათ ორი საათით ცივ ალაგას. დარჩენილი შაქრიდან მოვხარშოთ სიროფი და დავასხათ ნესვს. მეორე დღეს სიროფი გადავწუროთ, ვადუღოთ, ისევ დავასხათ ნესვს და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ნესვი და სიროფი უნდა იყოს გამჭვირვალე, ქარვისფერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100