სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამთა თოდიძეს ტანზე სისხლჩაქცევები გაუჩნდა, ის ლეიკემიას ებრძვის და დახმარება ესაჭიროება

გოგონას ტანზე სისხლჩაქცევები გაუჩნდა და ექიმთან მივიდა, სხვა რაიმე სიმპტომი ადრე არ აღენიშნებოდა და არც არაფერი აწუხებდა. სპეციალისტთან ვიზიტის შემდეგ კი 21 წლის თამთა თოდიძემ შემაძრწუნებელი ამბავი გაიგო, მას ლეიკემია სჭირს.

დრონი.ჯისთან საუბარში თამთას დეიდაშვილი ნანა ცინაძე ამბობს, რომ ექიმები იმედებს იძლევიან, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი საქართველდოან წაყვანა არ შეიძლება. თან ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. საზღვარგარეთ მკურნალობისათვის კი 150000 ევროა საჭირო. ამჟამად თამთა თბილისის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიიის ინსტიტუტში წევს სამკურნალოდ.

ახალგაზრდა გოგონა სიცოცხლეს ებრძვის და ჩვენი დახმარება სჭირდება.

14 თებერვალს 18 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაყიდვა გაიმართება, გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“, ლაშა მაჭარაშვილის ფოტო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი და შემოსული თანხა კი თამთას დასახმარებელ ფონდში გადაირეიცხება.

შემოგვიერთდით, ვიბრძოლოთ სიცოცხლისათვის!

საქართველოს ბანკი GE94BG0000000283462800 მიმღები: გივი თოდიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100