სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველად მისი არსებობის ისტორიაში, ეროვნულმა კინოცენტრმა საბავშვო და კომედიური ჟანრის ფილმებისთვის კონკურსი გამოაცხადა

ეროვნულმა კინოცენტრმა მისი არსებობის ისტორიაში პირველად გამოაცხადა კონკურსი კომედიური ჟანრის და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დასაფინანსებლად. ქართული კინემატოგრაფიის ისტორია ყოველთვის მდიდარი იყო კომედიებითა და საბავშვო ჟანრის ფილმებით, ამჟამად კი არც თუ ისე ბევრი ნამუშევარი იქმნება ამ მიმართულებით. სწორედ თანამედროვე კინემატოგრაფისტების წასახალისებლად გადაწვიტა ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსის გამოცხადება, რათა კვლავ აქტიურად შეიქმნას საბავშვო და კომედიური ჟანრის ფილმები.

კონკურსის პირობები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gnfc.ge) უკვე გამოქვეყნდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი.

გამარჯვებული პროექტების ავტორები დაესწრებიან 3 ვორქშოპს, რომელთაც კანიდან მოწვეული სცენარის კონსულტანტი გაუძღვება, ვორქშოპებს შორის კი ონლაინ სესიები გაიმართება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100