"სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას შესაძლო გაპრემიერებას და ღარიბაშვილის შს მინისტრად დაბრუნებას რამდენიმე ახსნა აქვს..." - რაზე საუბრობს გიორგი კაპანაძე
"ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს, რომელსა "დრონი.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
"რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს გაფუჭებული გახარიას პრემიერად შესაძლო გადაყვანასა და გამორჩეულად აგრესიული ქოცის - ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნას?
რა მიზანი აქვს ოლიგარქს, რისი მიღწევა და დემონსტრირება სურს ამგვარი ცვლილებით, თუ ასეთი რამ მართლა განხორციელდა?
ერთი ჭკვიანი ადამიანის აზრით:
- სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას შესაძლო გაპრემიერებას და ღარიბაშვილის შს მინისტრად დაბრუნებას რამდენიმე ახსნა აქვს:
- ბიძინა რუსებს უგზავნის სიგნალს, რომ მის კადრებს აწინაურებს და სურს გავრილოვის ორბიტაზე დარჩენა.
- დემორალიზებულ და პოლიციელების თვალში დასუსტებულ გახარიას აცილებს შსს-ს, რომელიც სუსთან ერთად ხელისუფლების მთავარი საყრდენია.
- სისტემაში შემოყავს უფრო აგრესიული ქოცი - ღარიბაშვილი, რომელსაც ერთი მხრივ, განაწყენებულ ქოცებში ჰყავს მიმდევრები და მეორე მხრივ, უფრო რადიკალური ქმედებების მომხრეა. ის ასევე კარგად დააბალანსებს პრემიერ გახარიას.
- ოლიგარქი საზოგადოებას უგზავნის მესიჯს რომ უნდა შეეგუოს ახალ რეალობას - რომ მისთვის ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს.
დააკვირდით: რუსეთში პუტინი არ ხსნის კარგა ხნის გაფუჭებულ მედვედევს.
არც ბიძინა ხსნის გაფუჭებულ გახარიას, რაც ჯერჯერობით, საზოგადოებაში აჩენს ფრუსტრაციასა და იმედგაცრუებას და არა - აგრესიას.
აგრესია ჩნდება მაშინ, როდესაც საზოგადოება ხვდება რომ მისი ეშინია ხელისუფლებას.
ოლიგარქი კი გვეუბნება რომ არათუ არ მეშინია ხალხის, არამედ, საერთოდ ფეხებზე მკიდია რას ფიქრობთ, რა გინდათ და რაზე ოცნებობთო.
ამიტომ, ოლიგარქის გადასახედიდან, გახარიას გაპრემიერება და აგრესიული ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნა, ლოგიკური ნაბიჯი იქნება დიქტატურის გასაფორმებლად და 2020-ში ხელისუფლების მიტაცებისათვის ნიადაგის მოსამზადებლად.
ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, ჯერ კიდევ თვლიან რომ გავრილოვის მთავრობა არჩევნებით წავა, უბრალოდ, რეალობას არიან მოწყვეტილნი და ოლიგარქის მიერ შემოსაზღვრულ წრეში ტრიალებენ.
რეჟიმის მიერ ჩატარებული არჩევნებით არაფერი შეიცვლება, პირადად ივანაშვილზე განხორციელებული ძლიერი საზოგადოებრივი წნეხის - მასობრივი პროტესტის გარეშე.
როდესაც ჰიტლერმა პარიზი აიღო, იმავე დღეს იქ გაჩნდა, ეიფელის კოშკთან დადგა და თავის პირად ფოტოგრაფს - ჰოფმანს მიმართა: "გადაიღე ჰოფმან დღეს ეიფელის კოშკთან, ხვალ ბრუკლინის ხიდზე, ზეგ კი ნიუ-იორკის ცათაბჯენებთან".
ასეა ჩვენი დროის ადოლფიც: სახელმწიფო ინსტიტუტები აიღო, ხალხის ქონებას და ბიუჯეტს მოაჯდა, გუშინ ზღვა, ბოტანიკური ბაღი, პუშკინის სკვერი, სანაპირო ზოლი, მიწები, შენობები, მსხვილი ბიზნესი მიიერთა, დღეს აბასთუმანი მიაქვს...
და თუ საშუალებას მივცემთ და არ შევეწინააღმდეგებით, ხვალ იმას გააკეთებს, რასაც ყველაზე ცუდ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენთ".- წერს გიორგი კაპანაძე
კომენტარი