სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება:

გაგაცნობთ ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. დაფიქსირდა გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები საარჩევნო უბნების ნაწილზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპერატიულად შეძლო ამ ხარვეზების აღმოფხვრა.

მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ დააფიქსირონ საკუთარი სამოქალაქო პოზიცია და ხმა მისცენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ხმა მისცენ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100