“ქართული ოცნება - დემოკრატიული სააქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთინებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა გამართა.
სოფელ მათხოჯში ე.წ. ნიქაბაძეების უბანში შეკრებილმა ადგილობრივებმა გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად კითხვები საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც დაუსვეს. მოსახლეობა დაინტერესდა თუ რას ფიქრობდა კანდიდატი საპენსიო ასაკის კლებასთან დაკავშირებით, რაზეც არგუმენტირებული პასუხი მიიღეს. – „ის ქვეყანა ვერ განვითარდება სადაც აქცენტი საპენსიო ასაკის დაწევაზე გაკეთდება, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ქვეყანაში მუშა ხელის შემცირებაზე არამედ უნდა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და დავასაქმოთ ადამიანები.
საპენსიო ასაკის დაწევა მკვეთრად გაართულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მე ვერ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ სახელმწიფო ააშენებს ქარხნებს და დაასაქმებს მოსახლეობას. ხელისუფლებამ ერთი მილიარდი ლარი გამოყო იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა შექმნას მცირე საწარმო და დაასაქმოს თანასოფლელები.
სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მცირე მეწარმეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, შექმნის სამუშაო ადგილებს და გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას.“ –განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა
(R)
კომენტარი