Google-მა მომავლის სათვალეები წარმოადგინა
ოთხშაბათს, კომპანია Google-მა სან-ფრანცისკოში მომავლის სათვალე, „Google Glass Explorer Edition“ წარმოადგინა. ეს სათვალე სამომავლოდ ალბათ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.
სათვალეები ვიდეოაპარატივით მუშაობენ. ისინი ასახავენ ყოველგვარ ამბავს და ინახავენ მათში ჩამონტაჟებული მეხსიერების ბარათის მეშვეობით. ამასთანავე, სათვალის მეშვეობით შენახული ვიდეოკადრები შესაძლოა პირდაპირ გადაიცეს ადამიანისთვის სასურველ ბაზაში. სადაც სხვებს შეეძლებათ შენახული კადრების მომენტალურად ხილვა.
ამ დროისათვის მხოლოდ კერძო შეკვეთების მეშვეობით არის სათვალის შეძენა შესაძლებელი. აღნიშნული ნივთის ღირებულება ათას ხუთასი ამერიკული დოლარია.
სათვალეები წარმოებაში კი 2013 წლის დასაწყისში ჩაეშვება.
კომენტარი