სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევსა და ხარკოვში ისევ აფეთქებების ხმა ისმის

კიევსა და ხარკოვში ისევ ისმის აფეთქებები. მანამდე უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში სიმშვიდე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ოკუპანტები სამხედრო იერიშის განაგრძობენ. დაიბომბა ზაპოროჟიეს აეროპორტიც. ოკუპანტებმა გაანადგურეს სკოლის შენობა ხარკოვის ცენტრში. უკრაინის დედაქალაქში ღამით მშვიდობა იყო, ოკუპანტებმა კიევში შეღწევა ვერ შეძლეს. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას - არ დატოვონ თავშესაფრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100