სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ხდება თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის შესახებ

როგორც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის LinkedIn-ის პროფილიდან ირკვევა, გარდა ZAG-ისა, ის კომპანია SpryFlash-ისთვისაც მუშაობდა - ინფოერმაციას "ტაბულა" ავრცელებს.

თამარ ბაჩალიაშვილს მითითებული ჰქონდა, რომ SpryFlash-ში 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა დეველოპერად.

SpryFlash ავსტრიული კომპანიაა, რომელიც ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის, ZAG-ის მსგავსად პროგრამურ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობს.

კომპანიის ოფისი ავსტრიაში, ქალაქ ჰალაინშია. არ იძებნება ინფორმაცია SpryFlash-ის ქართული ოფისის შესახებ. სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილი აქაც ე.წ. აუთსორსინგის სისტემით მუშაობდა.

კომპანია ზეგ-ის მენეჯერმა, ნიკოლოზ გეჯაძემ ტაბულას უთხრა, რომ მათ არ იციან, რა იყო გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური. თუმცა, მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი სხვაგანაც მუშაობდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ, დილის 11 საათზე, სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს, სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100