ათწამიანი პოლიტკურიოზი – რამზან კადიროვი: „დედა მირეკავს!..“ (ვიდეო)
ჩეჩნეთში, სასაფლაოზე ყოფნისას, როცა დიმიტრი მედვედევი და რამზან კადიროვი გვერდიგვერდ იდგნენ და საფლავებს გასცქეროდნენ, მედვედევს კომპლიმენტის თქმა მოუნდა და თქვა: „მაგარი ადგილია!“. ამ დროს მობილურმა დარეკა. კადიროვმა მობილური ამოიღო, ეკრანს დახედა და ჯერ შენახვა დააპირა, მერე კი მედვედევს უთხრა: „დედა რეკავს“. „უნდა უპასუხო...“ – გასცა პასუხი რუსეთის პრეზიდენტმა, თუმცა, ამ დროს კადიროვი უკვე გვერდზეა გასული და ტელეფონზე საუბრობს.
კომენტარი