"არჩევნებზე არ მოსვლა საქართველოსთვის ტყვიის სროლის ტოლფასია"-ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა არჩევანი ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსში გააკეთა, სადაც 48-ე საარჩევნო უბანია გახსნილი. შალვა ნათელაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე.
„არჩევნებზე არმოსვლა საქართველოსთვის ტყვიის სროლის ტოლფასია. ნუ გავხდებით ამ ცოდვის მონაწილეები კიდევ ერთხელ,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით დღეს წყდება არა ადგილობრივი თვითმმართველობის ბედი, არამედ მთელი საქართველოს ბედი.
კომენტარი