სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორუფცია ქობულეთის გამგეობაში

შსს- ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 1959 წელს დაბადებული ოთარ ნაკანი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ნაკანმა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, კერძო კომპანიის წარმომადგენელს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს დარღვევით შესრულების შემდეგ, კომპანიის შავ სიაში შეუტანლობის და მომავალში შესრულებელი სამუშაოების მუნიციპალიტეტისთვის უპრობლემოდ ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100