მკითხველთა 25 პროცენტი ახალ ამბებს ინტერნეტის საშუალებით ეცნობა
ინტერნეტ მედია გამოირჩევა პლურალიზმის მაღალი ხარისხით. ის უზრუნველყოფს ინფორმაციის ბევრად სწრაფად მიღებასა და გავრცელებას, ვიდრე ტრადიციული მედია საშუალებები. ინტერნეტი ტრადიციულ მედია-საშუალებებს ონლაინ-პლატფორმებზე გადასვლის და ამ ფორმით დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობას აძლევს.
Oriella PR Network-
მა 7 ევროპული ქვეყნის ჟურნალისტებში ჩაატარა კვლევა. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტების მიერ დაწერილი სტატიების 25 პროცენტი ვრცელდება ონლაინ რეჟიმში, რადგანაც მკითხველთა მეოთხედზე მეტი ახალ ამბებს მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში ეცნობა.
თუ გადავხედავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს ავტორიტარიზმის ნიშნები, რომლებიც ხელს უშლის ინტერენტ მედიის განვითარებას ყველაზე ნაკლებად სწორედ საქართველოშია წარმოდგენილი.
უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას რომ მის დაჩქარებული ტემპებით განვითარებას ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული, რადგანაც ხელისუფლების მხრიდან ინტერნტ მედიის განვითარებისთვის ხელოვნურად შექმნილი დამაბრკოლებელი ბარიერი არ არსებობს (რაც ასევე აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში).
საინფორმაციო ომი, რომელსაც წლებია რუსეთი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ტრადიცული მედია საშუალებების გამოყენებას...
ამიტომ საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ინტერნეტ მედიას, როგორც თავისუფალი გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელბის ხელშეწყობის მექანიზმების უზრუნველსაყოფად არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი როლისა, რომელიც აკისრია ინტერნეტ მედიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წინსვლისთვის და როგორც საინფორმაციო ომში გამოსაყენებელ ერთ–ერთ იარაღს, მისი კომპლექსური განვითარება საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა, შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ეს კი განპირობებულია ქვეყანაში მუდმივი შიდა მიგრაციითა და რეგიონებში საჭირო ინფრასტურქტურის არარსებობით (
Internet World Stats -
ის
2009 მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის აბსოლუტური მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 360,000 ერთეულს).
რა შეუძლია გააკეთოს ხელისუფლებამ? რა თქმა უნდა ხელისუფლება ვერ ჩააერება კერძო ბიზნესის საქმიანობაში და ვერ აიძულებს მათ ტარიფების დაწევას ან ახალი გეოგრაფიული არიალის ათვისებას.
თუმცა, მოძველებული ინფრასტუქტურის განახლება, კომპიუტერის უფასო სასწავლო ცენტრები, ბოლო თვეებში მკაფიოდ გამოხატული მთავრობის ინტერესი IT ტექნოლოგიების განსავითარებლად შეიძლება ჩაითვალოს ირიბ ხელშეწყობად, ინტერნეტ მედიის განვითარებისათვის...
და ბოლოს, როდესაც ქვეყანაში ინტერნეტ სააგენტოებს, ინტერნეტ გაზეთებსა და „ინტერნეტ ჟურლისტებს“ აქვთ ინფორმაციის გავრცელების სრული თავისუფლება, უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს მათი როლი თავისუფალი ინტერნეტ მედიის განვითარების საქმეში...

კომენტარი