სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, რომ სურათი არის დღესავით ნათელი. გამარჯვება არის დამაჯერებელი და მინდა მივულოცო, კიდევ ერთხელ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

როგორც მოგეხსენებათ, გამოცხადდა ეგზიტპოლის შედეგები და ეგზიტპოლი უკვე ცხადყოფს იმას, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საბოლოოდ შედეგების დათვლას. სურათი არის დღესავით ნათელი.

მე მინდა გაგაცნოთ, პრაქტიკულად, უკვე ოფიციალური მონაცემები, რომლებიც შემოდის ჩვენთან უბნებიდან. საუბარია, რეალურად, ოქმის მონაცემებზე, რომლებსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. ამ მონაცემების თანახმად, დათვლილია 290 ათასი ხმა, რაც არის რეალურად 15%-ზე მეტი უკვე დასათვლელი ხმების, 630 უბანზე არის დათვლილი ხმები. მონაცემების თანახმად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ უბნებზე აქვს მიღებული 188 103 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 102 735 ხმა, რაც პროცენტებში არის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი 65 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძე 35 პროცენტი.

ვფიქრობ, რომ სურათი არის დღესავით ნათელი. გამარჯვება არის დამაჯერებელი და მინდა მივულოცო, კიდევ ერთხელ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. მინდა მას ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული პრეზიდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100