თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ - გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა - ოდიშარია
მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა - ასე ეხმაურება აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას "ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია.
მინდა მივმართო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობრებს და ღრმადპატივცემულ კონგრესმენებს და ვაცნობო, რომ მთელი საქართველო ფრუსტრირებულია, რადგან გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას ვერ იქნა შესმენილი ვერცერთი მეგობრული რჩევა. იქნება და აშენებს ქვეყანას და თუ აქცევს საქართველოს და დემოკრატიას და მართლაც უკუსვლას იწვევს, მაშინ გნებავთ დაგვასანქცვირეთ, გნებავთ დაგვხვრიტეთ. თუ არადა მაშინ, ვეუბნები საბანაძეს, ჩვენ რომ "გვექლესებოდა" მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა გახარიას ექლესება. იქ ვისაც ექლესებოდა კი ხედავდით, მაგრამ ასეთი ნაძირლების ხელში მიხეილ სააკაშვილი შემეცოდა და ჰიპოთეტურად მოვითხოვდი, რომ ერთი დღით მაინც გამოუშვან და ნატალია საბანაძეს ჩაახედონ თვალებში.
ეს იყო პირდაპირი ტრანსლაცია. მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ თქვენი შრომით და ოფლით მოპოვებული ფული, რომელიც სხვადასხვა დონორების "გამჭვირვალედ" მიედინება საქართველოში მოღვაწე ენჯეოებში, სადაც იხვრება ისე როგორც ბეღელში ხრავენ ხორბალს ვითხრები", - ამბობს ოდიშარია.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მსჯელობაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მონაწილეობა ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ და საქართველოს ყოფილმა ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძემ მიიღეს.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.
კომენტარი