მასშტაბური სპეცოპერაცია აშშ-ში -დაკავებულია ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“ და მისი თანამზრახველები
მასშტაბური სპეცოპერაცია აშშ-ში - დაკავებულები არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები.
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე "ნათან იუსუპოვი", კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე "თავა", დავით ტიკარაძე.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო გაბადაძე, რომლის დავალებითაც მსხვერპლს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და თანხას ითხოვდნენ.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ მაქსიმუმ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა სასჯელის საბოლოო ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.
„მსხვერპლის იძულება გადაიხადოს ფული დაშინებისა და ძალადობის მუქარის გამოყენებით უკანონოა და არა ის, თუ როგორ ტარდება ბიზნესი ჩვენს ქალაქში. ეს უკანონო საქციელი არის ზუსტად ის, რისი განხორციელებაც ამ ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში შეთქმულებისთვის მოაწყვეს. FBI გულგრილად არ დადგება, სანამ ორგანიზებული დანაშაულის წევრები მონაწილეობენ ძალადობასა და გამოძალვაში, სამაგიეროდ, ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ სისხლის სამართლის სისტემაში“ - ამბობს, FBI-ის დირექტორის თანაშემწე ჯეიმს სმიტი.
41 წლის გაბადაძეს, 45 წლის კაცაძეს, 54 წლის თავბერიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
კომენტარი