საინტერესოა, ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები - ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილის
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილს ახალ წელი ემოციური წერილით მიულოცა.
მილოცვას მალევე უპასუხა ბასილაშილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა, ის აცხადებს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
"ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია. ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ, რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპულირების სახეს იძენს.
პროვოკაციებს, დაგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. აი ასე გამოიყურება მთელი წლის ნაჯაფარი სანტასთვის. ვითომ შენახული საჩუქრები, რომლებიც ალბათ სანტამაც არ ჩაიბარა.
საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის. თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები. თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.
მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!" - წერია ნეკა დოროყაშვილის პოსტში.
კომენტარი