სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„კლინიკაში მოთავსებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, ეს არის ახალგაზრდა კაცი“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100