"არავის სჯერა ასტროლოგიის იქამდე, სანამ ცხოვრებაში პირველ მორიელს არ შეხვდება" - დღეიდან პლუტონის შემობრძანება და მორიელებისთვის საუკეთესო პერიოდი დაიწყო
"არავის სჯერა ასტროლოგიის იქამდე, სანამ ცხოვრებაში პირველ მორიელს არ შეხვდება" - ამ სიტყვებით მიულოცა ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა ზოდიაქოს მიმდევრებს პლუტონის შემობრძანება და მორიელებისთვის საუკეთესო პერიოდი დააანონსა...
"დაიწყო მორიელი და მოვიდა პლუტონი!
ფრთხილადა შვილო, ფრთხილადა, თორენა პლუტონმა იგეთი მარჯვენა ჰუკი იცის, ჯერ ისევ იცინი კბილები რომ გცვივა" - წერს ასტროლოგი.
აღმოსავლური მეტაფიზიკური კალენდრის მიხედვით კი, დღეს, მორიგი წარმატების დღეა... აუცილებლად გამოვიყენოთ 24 ოქტომბრის დადებითი ვიბრაციები სამყაროს და ჩვენდა სასიკეთოდ.
ახლა რაც შეეხება თავდა პლუტონს, ცოტა რამ პლანეტის შესახებ.
პლუტონი - დღისით მართავს მორიელს, ღამით ვერძს. საუკეთესოდ ავლენს თავს მორიელში. ამ შემთხვევაში ის იძლევა დიდი ზემოქმედების უნარს ქვეცნობიერ დონეზე, ქაოსს ან პირიქით ქაოსის გარდაქმნას. ეს არის მაგია, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით, მაგნეტიზმი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფენომენი, რისკი, ექსტრემალური სიტუაციები, ზღვა ენერგია. ასეთი ადამინები ნებისმიერ გარემოში პოულობენ არსებობისთვის აუცილებელ პირობებს. ვერძში ის ძალიან სუსტად ვლინდება და ყველაზე შესამჩნევად იძლევა ტრანსფორმაციის იდეებისთვის ბრძოლის დაჟინებულ სურვილს.
პლუტონი ეგზალტირებულია ლომში, რადგან ლომისთვის საკმარის ძალაუფლებას იძლევა. ასევე გამორჩეულობა, ამაღლება, ავტორიტეტი, გიგანტური ძალა და ენერგია, უნარი აიყოლიოს მასები, მაგიური ძალაუფლება, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მასებზე, უდიდესი ამტანობა ტრანსფორმაციის დროს - ყველაფერი ეს კარგად არის განვითარებული ლომში. დაზიანების შემთხვევაში პლუტონის ამ მდგომარეობამ ადამიანი შეიძლება თვითგანადგურებამდე მიიყვანოს.
პლუტონი ტყვეობაშია კუროს ზოდიაქოში, ხოლო დაცემული მერწყულში. კურო არასდროს არ არის მზად დიდი სულიერი და მატერიალური ტრანსფორმაციისთვის, არც ამბოხება უყვარს. ხოლო მერწყულთან თავს იჩენს კოლექტიური ძალაუფლების პრობლემა. მერწყულებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა, ხოლო პლუტონი თავის თავში კოლექტივის (მასების) მართვას და ძალაუფლებით გარდაქმნას გულისხმობს.
კომენტარი