სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტოხელა ქალის 10 მცნება ანუ როგორ მივიზიდოთ სასურველი მამაკაცი

გგონიათ კარგი მამაკაცები აღარ არსებობენ? ცდებით! ისინი არსებობენ და თანაც ბევრნი არიან, პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ქალებმა არ იციან როგორ მიიზიდონ ისინი.

გთავაზობთ ფსიქოლოგების რჩევებს, რომლებიც იმ მამაკაცის მიზიდვაში დაგეხმარებათ, რომელიც გჭირდებათ და რომელიც გაგაბედნიერებთ.

ნაბიჯი 1 - დატკბით ცხოვრებით. ყველაფერი რასაც აკეთებთ გააკეთეთ საკუთარი თავისთვის და არა მამაკაცებისთვის. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, უბრალოდ იცხოვრეთ დღევანდელი ცხოვრებით იქ სადაც ხართ.

ნაბიჯი 2 - ჩამოყალიბდით, რა გჭირდებათ. შეადგინეთ იმ მახასიათებლების სია, რომელიც თქვენს მომავალ პარტნიორს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეცადეთ ეს ჩამონათვალი ძალიან დიდი არ იყოს, 5 პუნქტი საკმარისია.

ნაბიჯი 3 - გჯეროდეთ, თქვენ გელით სიყვარული და იცოდეთ, თქვენ იმსახურებთ იმას რაც გსურთ და ნუ დათანხმდებით უფრო ნაკლებს.

ნაბიჯი 4 - გაიცანით მამაკაცები, იფლირტავეთ, იარეთ პაემანზე, იყავით გახსნილი ნაცნობების მიმართ, გამოავლინეთ თქვენი ქალურობა და გახსოვდეთ ამით არავის მიმართ ვალდებულებას არ იღებთ.

ნაბიჯი 5 - ნუ „ჩაიციკლებით“ ერთ მამაკაცზე, თუ ის არ აკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნას ურთიერთობაში. იყავით დამთმობი წვრილმანებში, მაგრამ არასოდეს დათმოთ ის რაც თქვენითვის მნიშვნელოვანია.

ნაბიჯი 6 - გაიხსენით სიყვარულისთვის და არ ეცადოთ ყველაფრის კონტროლს. ნუ შეგეშინდებათ სიყვარულის, მაგრამ არ შეიყვაროთ მხოლოდ იმის გამო, რომ ასეა საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100