სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ უჰანში ეპიდემია შესაძლოა, აშშ-ის არმიამ გაავრცელა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ჩჟაო ლიცზიანი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აშშ-მა მონაცემები გამჭვირვალე უნდა გახადოს და ჩინეთს ახსნა-განმარტება მისცეს.

„როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უჰანში. იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები. აშშ-მა უნდა აგვიხსნას“, – წერს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ამასთან, გამოცემა „თრენდინგ ფოლითიქსი“ წერს, რომ ჩინეთი ამ გზით პანდემიაზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100