ცესკო ადასტურებს, რომ რუსი პროპაგანდისტისთვის აკრედიტაცია საარჩევნო კომისიამ გასცა
ცესკო ადასტურებს, რომ რუსი პროპაგანდისტისთვის მედია აკრედიტაცია საარჩევნო კომისიამ გასცა. ალექსანდრ მალკევიჩი არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული არხის სახელით მუშაობდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ადგილობრივი თუ საერთაშირისო მედიის წარმომადგენლებს არეგისტრირებს ონლაინ პლატფორმაზე მათი განცხადების შემთხვევაში და ის რევიზიას გადის მხოლოდ საარჩევნო კანონთან და არა სხვა კანონებთან მიმართებაში რაც შეეხება იმას, იმყოფებოდა თუ არა ეს პირი ქვეყანაში და აშუქებდა თუ არა საარჩევნო პროცესს, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და ვერც გვექნება", - წერია ცესკოს მიერ "პირველებისთის" გამოგზავნილ პასუხში.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. და ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ ამერიკის ძებნილთა სიაში შეყვანილი მალკევიჩი, რომელიც ამერიკის, კანადის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია, არჩევნების დღეს ცესკოს გაცემული ოფიციალური აკრედიტაციიით მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი.
ინფორმაციია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.
კომენტარი