"ტრაგიკული ღამე...ოკუპანტებმა 11 ადამიანი მოკლეს, 80 რაკეტა ისროლეს" - რუსებმა დნეპროპეტროვსკი ისევ დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქზე მორიგი დარტყმა განახორციელეს. ოლქის გუბერნატორის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნიკოპოლის რაიონში 11 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
"ტრაგიკული ღამე... ნიკოპოლის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა 11 ადამიანი მოკლეს და 13 დაჭრეს. მტერმა უბანი "გრადებიდან“ ორჯერ დაბომბა, 80 რაკეტა ესროლა საცხოვრებელ ადგილებს. მიზანმიმართულად, მზაკვრულად განახორციელა დარტყმები მაშინ, როცა ხალხს ეძინა", - წერს რეზნიჩენკო
ქალაქში განადგურებულია 20-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.
კომენტარი