ჩვენ პიკში ვართ ახლა და ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ დავიცავთ რეგულაციებს- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო ახლა პიკშია და რამდენი ხანი გაგრძელდება პიკი, დამოკიდებულია, როგორ დაიცავს საზოგადოება რეგულაციებს.
"არავინ არ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, თუმცა მართვადია. იყო დაახლოებით 350-მდე თავისუფალი საწოლი და სასუნთქი აპარატების რამდენიმე ასეული თავი, მაგრამ ესენი გაბნეულები არიან სხვადასხვა კლინიკაში.დღეს 85 სრული კოვიდკლინიკაა გადაკეთებული.
ჩვენ პიკში ვართ ახლა და ეს პიკი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დავიცავთ ამ რეგულაციებს,"-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი