1 გარდაცვლილი და 22 დაშავებული - სტამბოლი-თბილისის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა
თურქეთში, ილგაზის რაიონში, ავტობუსი რომელიც სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა რეისს, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ. 31 მგზავრიდან 22-მა დაზიანებები მიიღო.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი მგზავრი გარდაიცვალა. უცნობია, გარდაცვლილი იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე.
რაც შეეხება დაშავებულებს, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი, 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარი