სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეზინის ტყვიები, რომლებიც ხალხს ესროლეს, დიდი მასის მქონე ცხოველების შესაკავებლად გამოიყენება

რეზინის ტყვიები, რომლებიც ხალხს ესროლეს, დიდი მასის მქონე ცხოველების შესაკავებლად გამოიყენება - ამის შესახებ ჟურნალისტი დავით ნიკურაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნიკურაძე პოსტს ფოტო-მასალასაც ურთავს და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აქვს მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხალხის დასაშლელად რეზინის ტყვიებთან ერთად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლიც გამოიყენეს. ძვლის მოტეხილობებთან ერთად, საზოგადოების ნაწილმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100