სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როგორ გავუძლო იმ ტკივილს, შენ რომ გტკიოდა სიკვდილის წინ..." - გორში მოკლული 8 წლის გოგონას დედის ფიქრები

ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა, რომელიც სავარაუდოდ გორში გარდაცვლილ 8 წლის გოგონას და მის ოჯახს იცნობს სევდიანი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. პოსტის ავტორმა თავი გარდაცვლილის დედის ამპლუაში წარმოიდგინა და ის ფიქრები და ტკივილი გადმოსცა, რასაც პატარა ნანას დედა იგრძნობდა. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ :


"გარეთ მზე იყო, მაგრამ საშინლად მციოდა. თავი მძიმედ მედო მხრებზე. ოთახში შემოირბინა, ახალმიძინებულ ძამიკოს აკოცა, ცეკვაზე მივდივარო დამიბარა და გაიქცა...

ეზოში მიმავალს თვალი ბედნიერმა გავაყოლე, თან გამოფხიზლებულ პატარას ვარწევდი. როგორ გაიზარდა ჩემი გოგონა, თავისი პაწაწინა ხელებით როგორ მეხმარება თავისი ძმის მოვლაში...


რა უცნაურად მცივა დღეს.. არა და როგორი კაშკაშა მზეა ამ შემოდგომას...

ზარი: "თქვენი ქალიშვილი რატომ არ მოვიდა ცეკვაზე?" - ყველა ადგილი ერთიანად დამესერა...

ყველგან ვეძებეთ...

აღარ მცივა, დე, მხოლოდ მტკივა...

ყველა და ყველაფერი მტკივა, დე....

როგორ გავუძლო იმ ტკივილს, შენ რომ გტკიოდა სიკვდილის წინ...

როგორ გავუძლო იმ წამებს, შენ რომ გაცლიდნენ სიცოცხლეს...

როგორ გავუძლო იმ ფიქრებს სიკვდილამდე რომ გისერავდნენ გულს...

ალბათ მეძახდი, დე, მეძახდი, და მთხოვდი, აღარასოდეს გამეშვი ცეკვაზე მარტო...

როგორი უსაფრთხო მეგონა ჩემი ქალაქი, დე, და რა უძლური აღმოჩნდა, შენი სიცოცხლის დასაცავად...

ოდესმე მოვალ შენთან, დე, მოვალ და მოგიყვები ამბავს, პატარა გოგონასას, რომელიც უფალმა ვერ დატოვა ცოდვილ დედამიწაზე, და თავისთან შეიფარა."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100