დანიშნული ვიყავი და ჩემი საქმრო ძალიან მიყვარდა, მაგრამ მას სხვა ბიჭთან ვუღალატე
უცხოურ საიტზე დაიბეჭდა 23 წლის გოგონას წერილი, რომელიც თავისი პრობლემის შესახებ წერს. დრონი.ჯი წერილის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
„მე და ჩემი საქმრო ერთი თვის დანიშნულები ვიყავით. ის 26 წლის იყო, მე 23-ის. ერთ დღეს მე და ჩემი დაქალები გასართობად წავედიტ და ბევრი დავლიეთ. მამაკაცების ყურადღებას ყოველთვის ვიქცევდი ჩემი შეხედულებიტა და ქცევით. ამჯერადაც ასე მოხდა. ერთ-ერთმა ბიჭმა ჩემთან ფლირტის გაბმაც სცადა, რაზეც ფლირტითვე ვუპასუხე. ვიცი, უნდა მომეშორებინა, მაგრამ მისმა დახვეწილმა საუბარმა და ქცევამ ჩემი ყურადღება მიიპყრო, ეტყობოდა, რომ ქალთან მოქცევა იცოდა. ჩემი დაქალები ამ დროს სხვა მამაკაცებთან საუბრობდნენ და მეც გადავწყვიტე, თავი შემექცია.
ახალგაცნობილმა ბიჭმა სახლამდე მიცილება შემომთავაზა და რადგან ჩემი დაქალები სხვა უბნებში ცხოვრობდნენ და მე მარტოს მომიწევდა წასვლა, დავთანხმდი მას. ვხვდებოდი, რომ სისულელე ვქენი თანხმობა რომ მივეცი, თუმცა ძალიან მინდოდა ჩემთან ერთად წამოსულიყო.
სახლთან რომ მივედით, ხელი მომხვია მხარზე და ერთმანეთს ვაკოცეთ. იქვე სკვერი იყო, კოცნითა და ჩახუტებით მივუახლოვდით სკვერს, ბუჩქებში დავიმალეთ და სექსით დავკავდით. ვნებას ვერ გავუმკლავდი, ძალიან მსიამოვნებდა მისი შეხება, სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. ტანსაცმელი ნახევრად შემომახია, სპონტანური და ველური სექსი გვქონდა, ორგაზმიც საოცარი იყო.
სახლში რომ დავბრუნდი, ჩემს საქმროს ეძინა ჩვენს საწოლში. ჩემი შესვლისას გაეღვიძა და თმაგაწეწილი და ტანსაცმელ შემოხეული რომ დამინახა, გაოგნებულმა გამომკითხა ყველაფერი. ვერ შევძელი მისი მოტყუება და სიმართლე ვუამბე.
უხმოდ ადგა, ბარგის ჩალაგება დაიწყო და სახეზე საოცარი მრისხანება ეტყობოდა. მინდოდა გამეჩერებინა, თუმცა მაინც წავიდა. არ ვიცი, რა ვიღონო, მისი დაკარგვა არ მინდა, თუმცა ამბობს, რომ ურთიერთობა უკვე დაასრულა. მინდა, მის გამო ვიბრძოლო, ძალიან მიყვარს და მის გარეშე ცხოვრებას ვერ განვაგრძობ“.
კომენტარი