სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მინისტრის პირველი მოადგილე ქედქედის სკოლას ეწვია

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე საჯარო სკოლების მონახულებას აგრძელებს. დღეს, მინისტრის პირველი მოადგილე ქედქედის საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესს გაეცნო. დაათვალიერა სკოლის ინფრასტრუქტურა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 2017 წლისათვის დაგეგმილია სარფის ახალი სკოლის მშენებლობა და ზედა ჩხუტუნეთის საბაზო სკოლას სრული რეაბილიტაცია. ასევე, სხვადასხვა სახის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ფერიის საჯარო სკოლას.
ქედქედის საჯარო სკოლა დღეს, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა ნესტან დიდმანიძემ დაათვალიერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100