სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ კვარაცხელია: კოკა ყანდიაშვილი იტყუება, ჩვენ მაესტრო მის გამო დავტოვეთ

ტელეკომპანია მაესტრო დღეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. მათ შორის არის ჟურნალისტი და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თამარ კვარაცხელიაც, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით დრონი.ჯი-სთან კომენტარი გააკეთა.

-თამარ რატომ დატოვეთ მაესტრო?

-პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ გადაწყვეტილება მივიღე აბსოლუტურად დამოუკიდებლად. მიზეზი არხზე კოკა ყანდიაშვილის მოსვლა იყო რომელიც დღესაც მთავრობის კანცელარიის თანამშრომელია.

ასევე გენ დირექტორმა თათბირზე გვითხრა რომ არხი უნდა გახდეს პრო ქართული. თუმცა რას ნიშნავს ეს პროქართულობა არ ვიცით. მაესტრო ამ დრომდე ისეადაც საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებოდა.

ჩვენ თათბირზე დაგვიდასტურეს არაერთხელ რომ კოკა ყანდიაშვილის გადაცემა გავა პრაიმ ტაიმში და არ იქნება მაესტროს ცხრიანი.

კოკა ყანდიაშვილის დღევანდელი განცხადება, იმის შესახებ რომ ის არხზე არ მოდის არის ტყუილი.

-იმის თქმა გინდა, რომ კოკა ყანდიაშვილის მისვლის შემდეგ მაესტრო ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცევა?

-მე ზუსტად ვერ გეტყვი ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა მაგრამ ჩემი დამოუკიდებლობა როგორც ჟურნალისტის ეჭვ ქვეშ დადგება, ვფიკრობ ყანდიაშვილს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის სურვილი ექნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100