თელავში 50 წლის ქალის გვამი იპოვეს
თელავში 50 წლის ქალის გვამი იპოვეს.
მეზობლების განცხადებით, მაია რაზმაძე თვეზე მეტია არ უნახავთ.
ქალის ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში, მას შემდეგ იქნა ნაპოვნი, რაც სახლიდან გამომავალი მძაფრი სუნის გამო, მეზობლების გადაწყვეტილებით, პოლიცია იქნა გამოძახებული.
მაია რაზმაძის ცხედარი ზეწარში იყო გახვეული. მისი დაღუპვის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა.
კომენტარი