სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მწვანე ყავა - ცხოვრება ზედმეტი კილოგრამების გარეშე

ბევრს უკვე სმენია მწვანე ყავის სასარგებლო თვისებების შესახებ. ქლოროგენის მჟავის, კოფეინისა და ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით მწვანე ყავისგან მომზადებული სასმელი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში. იმისათვის, რომ გახდომის პროცესი გახადოთ მაქსიმალურად ეფექტური, აუცილებელია მიჰყვეთ გარკვეულ წესებს.

-იმისათვის, რომ დაიკლოთ მწვანე ყავის საშუალებით, ყოველდღიურად სასურველია მიიღოთ არაუმეტეს 5 ჭიქა, თანაც ყველაზე სასარგებლოდ ითვლება პირველი 5–10 ყლუპი თითოეული პორციიდან. ამიტომაც არ არის საჭირო დიდი რაოდენობით ყავის მოდუღება და მისი ხშირად დალევა. ამან შეიძლება ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს თქვენს ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე. მწვანე ყავაში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმში არსებული ცხიმების დაშლასა და ხელს უშლიან მათ შეთვისებას. თუმცა, საუკეთესო შედეგს ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის თანხლებით იძლება, ამიტომაც სასმელის მიღების შემდეგ საჭიროა მიმართოთ აერობიკულ ვარჯიშებს.

-ასევე რეკომენდირებულია მწვანე ყავის დალევა საკვების ძირითადად მიღებამდე 10–15 წუთით ადრე. ჭამის შემდეგ მისი დალევა არ ღის, შედეგი ნულოვანი იქნება. ასევე არ ღირს მწვანე ყავაში შაქრისა და ნაღების დამატება. თუ თქვენ არ გყოფნით არომატი, მაშინ შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინის ან მიხაკის ფხვნილი.

-სამწუხაროდ, მწვანე ყავას აქვს უკუჩვენებებიც. მისი მიღება არასასურველია ორსულთა და ძუძუთი მკვებავი ქალებისათვის. ასევე არ ღირს ყავის დალევა ამაღლებული აღზნებადობის, ნერვული დაავადებების, მაღალი წნევის და გულსისხლძარღვთა სისტემების დაავადებების მქონეთათვის.

-ცნობილია, რომ მყვანე ყავის თხელი ფაფის გამოყენება შეიძლება კოსმეტიკურ პროცედურებში.მისი წასმა მიზანშეწონილია კანის პრობლემურ ადგილებზე და კვებითი ცელოფნით შემოხვევა 20-30 წუთის შემდეგ მოიხსენით ცელოფანი, ყავის ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ხოლო კანზე წაისვით ანტიცელოლიტური კრემი.

-თუ თქვენ დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ გახდეთ მწვანე ყავასთან ერთად, პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდი არ გამოიღებს შედეგს დაბალკალორიული დიეტის დაცვის, მავნე ჩვევებზე უარის თქმის გარეშე. ცხიმის დაწვის პროცესი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. არ არსებობს რაღაც "ჯადოსნური" საშუალებები, რომლებიც გაგათავისუფლებენ ზედმეტი წონისგან დამატებითი ძალისხმევის გარეშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100