სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

iPhone -ის მფლობელებო, ფრთხილად!

iPhone -ის მფლობელებო, ფრთხილად! ჯორჯიის უნივერსიტეტის, ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ iPhone-ის მენიუს გატეხვა მობილურის სპეციალური სატენის მეშვეობით არის შესაძლებელი.

საუბარია ჰაკერების მიერ მომზადებულ დამტენზე, რომელიც მათ დამოუკიდებლად შექმნეს. აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით ტელეფონის მენიუში არსებული ინფორმაციის მიღება და მისი დავირუსება ჰაკეტებს ერთ წუთში შეუძლიათ. გავრცელებული ცნობით, სასურველ iPhone-ზე დამტენის მიერთების შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილზეა iPhone ჰაკერისგან, ის ტელეფონის მენიუს საკუთარი სურვილის მიხედვით მართვას ყოველთვის შეძლებს.

ცნობილია ისიც, რომ ჰაკერების მიერ შექმნილი დამტენი ბოლო თაობის iPhone-ს ვერ უმკლავდება. „დამტენი ხულიგანის“ შესახებ სხვა დეტალებს აიტი სპეციალისტები 2013 წლის ივლისის ბოლოს Black Hat-ის კონფერენციაზე გაახმაურებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100