სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კაპანაძე: ბერა, აიღე ეს შენი პოსტი და აჭამე აკვარიუმის ზვიგენებს

„ბერას ყალბი პათოსი და ყალბი მხარდაჭერა გამოწვეულია შიშით“, - ამის შესახებ, „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს:

„1. გახარიამ ხალხს თვალები ივანიშვილის ბრძანებით დათხარა. ივანიშვილმა უბრძანა მას მომიტინგეების დარბევა, სროლა, გაზის გაშვება, დასახიჩრება და დაჭერა.

2. ბერას ყალბი პათოსი და ყალბი მხარდაჭერა გამოწვეულია შიშით, მამიკოს ძალაუფლების დაკარგვის შიშით და არა, თანაგრძნობით.

3. ამიტომ, ბერა, აიღე ეს შენი პოსტი და აჭამე აკვარიუმის ზვიგენებს, ხალხი ამას არ ჭამს...“

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, ბერა ივანიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა:

„მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული“, - აღნიშნა ბერამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100