ცნობილთა "ანცობა" - ტარიელ ჭანტურიას "მომეცი, შე ქალო!"
ამ ახალ რუბრიკაში "დრონი.ჯი" ცნობილთა მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით გამოხატულ "ანცობას" წარმოგიდგენთ. რუბრიკას ტარიელ ჭანტურიას ლექსი ხსნის:
რა მოხდა, შე ქალო!
არ მაძლევს ეს ქალი,
არ მაძლევს ეს ქალი,
არ მაძლევს ეს ქალი
მოსვენებას!
თან დამდევს ყველგან და
თან დამდევს ყოველთვის,
სიზმრად და ლანდად და
მოჩვენებად!
არ მომცა ამ ქალმა,
არ მომცა ამ ქალმა,
არ მომცა ამ ქალმა
მოსვენება!
მოვკვდები, თუკი მას
სიკვდილი სურს ჩემი!
ვიცოცხლებ, თუკი ეს
მასვე ნებავს...
რა მოხდა, შე ქალო,
მომეცი, შე ქალო,
მომეცი, შე ქალო,
მოსვენება!
კომენტარი