რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება აღარ სურს?
მოსკოვსა და სოხუმს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშკულების სახელმწიფო სათათბიროში რატიფიკაციისათვის შეტანა თბილისში ”პროვოკაციულ ნაბიჯად” შეაფასეს. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების ფონზე ეს ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს არ სურს საქართველოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები, - ”რადიო თავისუფლებასთან” ეთერში განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა, - აღნიშნა მან. - რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლისათვის ასეთი ნაბიჯები კარგ სამსახურს ვერ გაუწევენ ”.
კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ძნელია პროგნოზების გაკეთება. ’’ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სურს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება და, შესაბამისად, რამდენად მზად არის მოსკოვი გარკვეულ კომპრომისზე წასასვლელად, - განაცხადა დიპლომატმა. - ძნელია წინასწარ იმის განჭვრეტა, ახლა რა მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები. დიალოგი ამჟამად გრძელდება, მაგრამ ეს სრულადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლოს ვართ მორიგებასთან, ან კიდევ ძალიან შორს შეთანხმებისაგან.
კომენტარი