სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

CNN-მა მსოფლიოს ათი „აუტანელი“ აეროპორტის რეიტინგი შეადგინა

CNN-ის ანტირეიტინგში, როგორც უნდა გაგიკვირდეთ პარიზის, ლონდონის, ნიუ–იორკის აეროპორტებიც მოხვდნენ.

პირველი, არცთუ საპატიო და საამაყო ადგილი ამ სიაში პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტმა დაიკავა: ბინძური ტუალეტები, სათანადო მაჩვენებლების არარსებობა, ასევე პარიზის შესაფერისი კაფე–ბარებისა და რესტორნების არარსებობა – ასეთია მიზეზები, რის გამოც აეროპორტი ყველაზე უარესთა მაჩვენებელში ლიდერობს.

პარიზს კვალში უდგანან ლოს–ანჟელესის საერთაშორისო აეროპორტი და ლონდონის „ჰიტროუ“. მგზავრების აზრით, ლოს–ანჟელესის აეროპორტი მცირე მოცულობისაა, „ჰიტროუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი ვერც დღისითა და ვერც ღამით თავისუფალ ადგილს ვერ იპოვი მანქანის გასაჩერებლად. ამასთან, ლონდონში სამი საათით ადრე თუ არ გამოცხადდები გასამგზავრებლად, შესაძლოა, უზარმაზარ რიგებში გზა ვერც კი გაიკვლიო.

პირველ ანტიხუთეულს ხურავენ საერთაშორისო აეროპორტები ტეგუსიგალპეში (ჰონდურასი) და ნინოია აკინოს სახელობის აეროპორტი მანილაში (ფილიპინები), ათეულს კი შემდეგი აეროპორტები ავსებენ: პერტა (ავსტრალია), ნაირობი (ყენია), კატმანდუ (ნეპალი), სან–პაულუ (ბრაზილია). ანტირეიტინგში მეშვიდე ადგილზე სახელგანთქმული, ჯონ კენედის ბსახელობის აეროპორტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100