სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრაგედია ზუგდიდში - ხანძარს ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია ზუგდიდში - საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ განძარს მცირეწლოვანი ტყუპების სიცოცხლე ესმხვერპლა. ექვსი წლის ბავშვები სახლში და-ძმებთან ერთად იმყოფებოდბენ. ცეცხლი სახლში მოულოდენლად იმ დროს გაჩნდა, როცა მოზარდებს ეძინათ. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორმა კი ვერ მოასწრო.

ადგილობრივების განცხადებით, ბავშვები დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ორი ბავშვი, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს, კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვების მშობლები მთელი ღამის განმავლობაში გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100