დაცვის მხარის არგუმენტები მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ
"სოციალური აგენტების"
საქმეზე ქუთაისის სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა შემდეგი გარემოებების გამო:
1. ბრალდებულებს ბრალი წაუყენა არაუფლებამოსილმა პირმა, კერძოდ რიგითმა პროკურორმა ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა, როგორც ამას კანონი მოითხოვდა.
2. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების პირველი დაკითხვის შემდეგ, მათ არაერთხელ დატოვეს ქვეყნის ტერიტორია, თუმცა არც ერთხელ არ უცდიათ მიმალვა.
3. ბრალდებულებმა არაერთხელ განაცხადეს,
რომ არ აპირებენ მიმალვას და მზად არიან უპასუხონ გამოძიების შეკითხვებს.
4. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დასრულებულია, ყველა მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენება გადაეცა სასამართლოს და შესაბამისად შეუძლებელია ბრალდებულების მიერ მოწმეებზე ზეწოლა ან მტკიცებულებების განადგურება.
კომენტარი