სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფლეიბოის 23 წლის მოდელი: მძულს ჩემი მკერდი, სილიკონმა ცხოვრება დამიმახინჯა

ფლეიბოის მოდელმა სარა ჰარისმა საკუთარ youtube-ის გვერდზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც თავისი ხელოვნური მკერდის უარყოფით მხარეზე საუბრობს. სარა ირწმუნება, რომ სილიკონმა მას თავდაჯერებულობა წაართვა და ამასთან, ის ხშირად განიცდის ტკივილს მკერდის არეში. ჰარისმა აღნიშნა, რომ ამხელა მკერდი სულაც არ სურდა და პლასტიკურმა ქირურგმა ვერ გათვალა იმპლანტების ზომა.

მოდელი ოპერაციის გაკეთებას არ აპირებდა, თუმცა იძულებული გახდა, რადგან მას მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა:

„მე მადლობელი ვარ ჩემი ქირურგის, რომელმაც ნაოპერაციებელი სხეული გამილამაზა, თუმცა ის ზომაში შეცდა და ახლა ამის გამო ძალიან ვიტანჯები“ - ამბობს სარა ვიდეო მიმართვაში.

ჰარისი აპირებს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთებას და იმპლანტების ზომის შეცვლას, რათა თავი უკეთ იგრძნოს. ის აცხადებს, რომ თავისი ახლანდელი მკერდი სძულს და სილიკონმა ცხოვრება დაუმახინჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100