სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფასანაურის მოსახლეობა, დიდი გულისტკივილით ამხელს... - რა საფრთხის ქვეშ დგას მთის მოსახლეობა?

დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის მაცხოვრებლებმა ღია წერილით ჩვენს რედაქციას მომართეს, რის შემდეგაც დრონი.ჯი ამ ადამიანებს დაუკავშირდა. ისინი ჩვენტან საუბარში ყვებიან თუ რა ხდება ფასანაურში და ზოგადად საქართველოს მთის მიმდებარე სოფლებში და რას მოითხოვს მოსახლეობა?

აი რას ყვებიან ისინი ჩვენთან საუბარში:

დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის მოსახლეობა, დიდი გულისტკივილით ამხელს კომპანია ენერგოტრანსის და საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის დანაშაულებრივ საქმიანობას არაგვის ხეობაში.

„ვერსადროს ვიფიქრებდით რომ მოვიდოდა ის დრო, რომ საკუთარი სახლების დატოვება მოგივწევდა და ლტოლვილებად ქცევა საკუთარ ქვეყანაში იმის გამო, რომ სომხეთის რესპუბლიკას ელექტრო ენერგია მიეწოდოს. განა სომხეთის მთავრობა საკუთარ ხალხს ასეთ რამეს აკადრებს?“

მივმართეთ ორივე კომპანიას განცხადებით გასული წლის სექტემბერში, შემდეგი მოთხოვნით:

„მიმართულება შეეცვალათ ელექტრო გადამცემი ხაზებისათვის, ისე რომ ბუნებრივი და ადამიანური ზარალი ნაკლები ყოფილიყო... რათქმაუნდა პასუხი არ გვაღირსეს. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კი გვიპასუხეს ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო. როდესაც ერთი ხის მოჭრისთვის რიგითი ადამიანი ჯარიმდება 1500 ლარით, დასახლებულ პუნქტთან ასე ახლოს საკმაოდ დიდი დაქანების მთის ფერდობზე 30 დან 50 მეტრამდე სიგანეზე იჩეხება უამრავი ასწლოვანი მუხის ხეები და მათი აზრით ეს დანაშაული არ ყოფილა. ყოველგვარი ეკოლოგიური და გეოლოგიური დასკვნების გარეშე ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად იცის რამდენად არამდგრადი ნიადაგია, და მათ მიერ შერჩეულ ადგილებში, ბოლო ათეული წელია მთის სხვადასხვა მონაკვეთებზე ნიადაგი გამოიფიტა, გადაიქცა ხეები, ირღვევა კლდეები და ცვივა მოსახლეობის ეზოებში. ასევე ჩამოდის ხევის წყლები, რომელიც ხშირი წვიმების დროს დიდდება, იტბორება ეზოები და სახლები. აქ აქ მძიმე ტექნიკის მუშაობა და გზის გაყვანა გამოიწვევს მეწყერების და კლდე-ზვავების გააქტიურებას, რაც დამთავრდება საცხოვრებელი სახლების ნგრევით, რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე, რომელიც მასიურად გაახმობს ხეებს და ეს ლამაზი ხეობა სულ მალე უდაბნოდ გადაიქცევა და საფრთხე დაემუქრება მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

მივმართეთ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც ამ საკითხზე დუმილი ამჯობინა. ჩავედით რაიონის გამგებელ ვაჟა ჩოხელთან, რომელიც არ შეგვხვდა თუმცა სანდო წყაროსგან ვიცით რომ შენობაში იმყოფებოდა. ერთი წლის თავზე როგორც იქნა მოხერხდა მოსახლეობისა და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომლებიც ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას თითქოს მობილურის მსგავსი გამოსხივება ქონდეს, 500 და შემდგომში 1050 მეგა ვოლტი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ სატრანზიტო ხაზებს.

განცხადებით მივმართეთ საქართველოს პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს და ველოდებით პასუხს. აქ ხალხი ცხოვრობს არაგვის ვიწრო ხეობაში, რომლის სიგანე 20- 30- 100 მეტრამდე მერყეობს, სადაც უკვე დგას მაგთის, ბილაინის, ჯეოსელის, სილქნეტის ანძები და გადის 110 მეგა ვოლტის მაღალი ძაბვის ხაზები, და კიდევ ყველაზე დიდი *ნაღმი* სომხეთის გაზის მაგისტრალი.

ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში აქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ვასკვნით შემდეგს: მათი მიზანია მმართველ პარტიას აუმხედროს საკუთარი ხალხი და გამოიწვიოს დესტაბილიზაცია და მოახდინოს მასებზე ყოვლის შემძლე ძალების დემონსტრირება თავისი მრავალმილიარდიანი პროექტით და ჩაუნერგონ ხალხს დაუცველობის გრძნობა. ვფიქრობთ სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს მათი საქმიანობა მთელს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ მაღალმთიან რეგიონში და მოქმედებს მთის კანონი, რომლის მიზანია მოსახლეობის მოზიდვა და მთის გამაგრება და მიგრაციის შეჩერება. ზემოხსენებული პროექტი კი ეწინააღმდეგება არსებულ კანონს და იძულებულს ხდის მოსახლეობას გაერიდოს სიცოცხლისთვის საშიშ ტერიტორიას, ან ეძებოს სამართალი, რომ არ დაიცალოს დაბა ფასანაური და ქართული სოფლები.

თუ ჩვენი მთავრობა არ დაიცავს ხალხის ინტერესებს და მისცემს კომპანიას საშუალებას მთელი არაგვის ხეობა საცდელ ლაბორატორიად აქციოს და ხალხს იმედის ნაპერწკალი ჩაუქროს, მაშინ ხალხი იძულებული გახდება საკუთარი ძალებით დაუპირისპირდეს ამ ფულზე სულ გაყიდულ ქართველთ მოძულე კომპანიის დანაშაულებრივ საქმიანობას და გასცეს საკადრისი პასუხი... ჩვენ მოვითხოვთ მოიძებნოს ალტერნატიული ნეიტრალული გზა და ისე გააგრძელონ თავის სამუშაოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100