სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი პარაშუტით დაშვებისას: რეალური თუ იმიტაცია?

კადრში ისე ჩანს, რომ პარაშუტისტები, ტორესი და ჰოუფ ჰოუველი, ჰაერში სექსით დაკავდნენ. სქესობრივი აქტი მათ გადმოხტომამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავში დაიწყეს და ჰაერში განაგრძეს.

ტორესი პორნოვარსკვლავია და დროის გარკვეულ ნაწილს პარაშუტისტობასაც უთმობს. მოგვიანებით, ვდეო პორნოვარსკვლავის ბლოგზე დაიდო. ჰაერში სქესობრივი აქტის ამსახველი კადრების გავრცელებას სკოლის მოსწავლეების მშობლების პროტესტი მოყვა. ბავშვებმა ინტერნეტში ნანახი კადრები თანატოლებს შორის გაავრცელეს.

ვიდეო მაშინვე გახდა ბლოგერების განხილვის საგანი. მათმა უმრავლესობამ დაასკვნა, რომ იგი ყალბია. "შეუძლებელია სექსი ჰაერში, წინაღობისა და ვარდნის გათვალისწინებით. ასეთი სექს-იმიტაციისგან მიწაზე მყოფები უფრო მიიღებენ სიამოვნებას, რომლებიც ნახავენ, როგორ დაეშვება დედამიწაზე ორი იდიოტის შიშველი საჯდომი, აი, წყვილის სიამოვნებაზე კი რა გითხრათ", - იხუმრა ერთ-ერთმა ბლოგერმა.
მაგრამ საფრენოსნო საქმის სპეციალისტებს სულაც არ ეხუმრებათ. მომხდარის შემდეგ, ფედერალურმა საავიაციო ბიურომ სპეციალური გაფრთხილება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ქმედება, რაც პილოტს თვითმფრინავის მართვისას ყურადღებას გადაატანინებს, კანონდარღვევად ჩაითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100