სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს ენერგიული ნამდვილად არ იქნებით. უფრო მეტიც, სისუსტე შემოგიტევთ. გარკვეული საქმეების გაკეთებისას, დაიხმარეთ ახლობლები და მეგობრები. დღის ბოლოს კი აუცილებლად განმარტოვდით და მაქსიმალურად კარგად დაისვენეთ.

კურო: შესაძლოა დღეს პირად ცხოვრებაში არსებული გარკვეული პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ეცადეთ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი საქმე არ წამოიწყოთ, ეს ყველაფერი თქვენთვის დადებითად ნამდვილად არ დასრულდება.

ტყუპები: სასურველია, თუ სამსახურში აქტიურობას გამოიჩენთ და დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანი პროექტების ხორცშესხმას დაუთმობთ. კარგი იქნება, თუ მაქსიმალურად მოერიდებით ახალ სასიყვარულო თავგადასავლებს.

კირჩხიბი: დღეს დიდ სიამოვნებას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოჯახის წევრებთან გაატარებთ. ამასთანავე სასურველია დღის მეორე ნახევარი მეგობრებთან ერთად განვლოთ.

ლომი: დღეს მაქსიმალურად მობილიზებულნი და ყურადღებიანნი უნდა იყოთ. რადგან შესაძლოა მნიშვნელოვანი საბუთები გაქრეს. მათ მოსაძებნად კი დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ქალწული: კარგი იქნება, თუ თქვენზე გამოცდილ და კომპეტენტურ ადამიანებს მოუსმენთ. რასაც არ უნდა ეხებოდეს მათი რჩევები, გახსოვდეთ, რომ მათი გათვალისწინება თქვენს ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

სასწორი: დღეს არ არის სასურველი საკუთარი აზრისა და იდეების განვითარებაზე ზრუნვა. ამისგან მაინც არაფერი გამოგივათ და პირიქით, უარყოფითი შედეგი დეპრესიულ ხასიათს გამოიწვევს. ეცადეთ მიჰყვეთ დინებას და ზედმეტი არაფერი მოთხოვოთ საკუთარ თავს.

მორიელი: მიუხედავად იმისა, რომ ერთფეროვნებით ხართ დაღლილი და რაიმე ახალს ელით თქვენს ცხოვრებაში, დღე მაინც დაძაბული სამუშაო დღე და რუტინა გელით. ეს განაპირობებს თქვენს ნერვულ აშლილობას და მის სამკურნალოდ, საუკეთესო ვარიანტი საღამოს საათების მეგობრების წრეში გატარებაა.

მშვილდოსანი: მიზანსწრაფულობა ნამდვილად კარგი თვისებაა, მაგრამ არავითარი მიზნის დასახვა არ ღირს, თუ წინასწარ არ იცით რა შედეგს მოგიტანთ იგი. იმედის გაცრუებამ კი შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს .

თხის რქა: კარგი იქნება თუ დღეიდან საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრს დაიწყებთ. ამასთნავე საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებზეც დაიწყეთ ზრუნვა და მოეკიდეთ სპორტის გარკვეულ სახეობებს. განსაკუთრებით კარგი იქნება თუ თავს ცურვაში გამოსცდით.

მერწყული: დღე ღიმილით დაიწყეთ, ეცადეთ უარყოფით ამბებს მთელი დღის გაფუჭების საშუალება არ მისცეთ. პრობლემებს მარტივად შეხედეთ და მათ მოსაგვარებლად მარტივი გზები ეძებეთ.

თევზები: ეცადეთ, ძალიან არ გადაიტვირთოთ და თქვენს შინაგან სამყაროს მიხედოთ. ამის საფუძველზე, დღე დადებითად წარიმართება. დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემდეგ, ეცადეთ დღე მეგობრების წრეში განაგრძოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100