"წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა, ის ჩვენშია, ჩვენს მოქმედებაში" - მამა იოანე
დასავლეთ ევროპის ეპარქიის, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"როგორი ქაოსი, პანიკა და შიში სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ყველას შეგვეხო პირდაპირ თუ ირიბად, ყველა შეგვაშინა და დაზაფრულები ვართ.
ამ ბოლო მოვლენებმა დამანახა, რომ ყველა ვირუსზე, ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანი ყოფილა. ყველაზე დაუნდობელი.
არა შეწყალება, არა თანაგრძნობა და რაც უმთავრესია - არა სიყვარული. წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს მოქმედებაში.
სადაც სიყვარული არ არის, სადაც მოწყალება და თანაგრძნობა არ არის, იქ მხოლოდ ბოროტია.
არც წამლის დეფიციტი დაგვღუპავს და არც წყლის, არც ნავთობის, არც ხორბლის, არამედ დეფიციტი სიყვარულისა. რასაც მთელი სამყარო განიცდის დღეს.
არანაირი ვირუსი ისე არ დაგვაზიანებს, როგორც გაბოროტებული ადამიანი.
სიყვარულის დეფიციტი - აი, ეს არის ყველაზე დამღუპველი ვირუსი, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს! ღმერთმა გვიშველოს ყველას. ღმერთი არის სიყვარული!", - წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.
კომენტარი