სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის ინატრა სტალინმა გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე და რაში აჯობა მან რუზველტს და ჩერჩილს?

უცნობი ამბები ცნობილთა ცხოვრებიდან:1941 წელს ირანის შაჰი რეზა-შაჰი გადადგა და ტახტი თავის შვილს, მოჰამადრეზა ფეჰლევს გადაულოცა, თვითონ კი გაიქცა. ახალ შაჰს ძალიან უჭირდა ქვეყნის მართვა. 1943 წელს, როცა სამთა შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა კაბინეტში დაიბარა შაჰი და მხოლოდ 5 წუთი ესაუბრა. შემდეგ, ჩერჩილმაც დაიბარა, რამდენიმე ხანი აყურყუტა მოსაცდელში, შემდეგ კაბინეტში შეიყვანა და 3 წუთს ელაპარაკა. ანუ ამ ორივე პრეზიდენტმა დაამცირა ირანის ახალი შაჰი. სტალინმა კი ჭკუაში აჯობა ორივეს და ირანის შაჰს თვითონ ეახლა. როდესაც დარბაზში შევიდნენ, მოჰამადრეზა მიუახლოვდა სტალინს, მუხლებზე დაეცა და ხელზე ამბორს აპირებდა, თუმცა სტალინმა ააყენა. ამის შემდეგ სტალინი მიუბრუნდა უკან მდგომ ლავრენტი ბერიას და გენერალ შალვა კარანაძეს და ქართულად გადაულაპარაკა: „აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენ“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100